Sunday, June 14, 2009

  ფ ლ ი ს ც ი ხ ე

ქართული ხუროთმოძღვრება ძალზედ მრაალფეროვანია. ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ხუროთმოძღვრული კომპლექსია უფლისციხე. კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე მნახველის გაოცებას იწვევს.გაოცებთ მისი გრანდიოზული მასშტაბები, მეტად მიმზიდველი მდებარეობა. იგი მდებარეობს ქ.გორიდან აღმოსავლეთით 16კმ მანძილზე მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.უჭირავს კვერნაქის მთის სამხრეთისაკენ გადმოფენილი, მცირედ დაქანებული კლდოვანი მასივი. რომელსაც სამკუთხა ფორმა აქვს, წვერით მდენარისაკენ ეშვება. ნაქალაქარის ფართობი შეადგენს 9,5 ჰექტარს, ასევე მისი მკაფიოდ გააზრებული გეგმარება, ქვაბულ-ნაგებობათა სიმრავლე,მათი არქიტექტურული მრავალფეროვნება, დახვეწილი ფორმები და მორთულობის სინატიფე, კლიდის კვეთის უბადლო ოსტატობის ცოდნა, გამოცდილება, ფიზიკური და სულიერი ძალა ადამიანთა, რომლებმაც ეს სრულიად უნიკალური ძეგლი შექმნეს.
ძვ.წ.I ათასწლეულის პირველ ნახევარში უფლისციხეს ქალაქი მაინც არ ერქვა.დიდ და ძლიერ ქალაქად იგი უნდა გამხდარიყო ძვ.წ. IV საუკუნეში. სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პროცესი.
სახელი უფლისციხე ქალაქს რამდენადმე უფრო ადრე უნდა შერქმეოდა.ალბათ, მაშინ როდესაც აქ კლდეში საგანგებოდ გამოკვეთილი პირველი ტაძრები მათი მოსამსახურენი ქურუმოგვები გაჩნდნენ, განცალკევდა პირველი ქურუმი- ღმერთკაცი ანუ ღვთაებრივი ძალმოსილებით აღჭურვილი პიროვნება რომლის საუფლოს მართლაც ციხის სახე ქონდა. სწორედ მას ეწოდა, უთუოდ, უფალი რომელიც ქართლში ღმერთის სინოიმიც იყო მოკვდავსაც მიეგებოდა.
უფლისციხის როგორც ისტორიული ძეგლის მნიშვნელობა მით უფრო გაიზარდა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მის დროს უკლებლივ ყველა დღემდე მხოლოდ ნანგრევების სახით არის მოღწეული,უფლისციხეში კი არის ისეთი ქვაბული რომელიც ამ ოთხიათასხუთასი წლის მანძილზე საერთოდ არ შეცვლილა.

upliscixe